შეიძლება გსმენია:
ღმერთი ან უსამართლოა, ან უბრალოდ არ აღელვებს ჩვენი მდგომარეობა
რას ამბობს ბიბლია:
📖 იობი 34:12 (აბათილებს)
ღმერთი შორს არის ყოველგვარი ბოროტებისგან
მაშინ, რატომ?
იობის წიგნშია პასუხი: 📖 იობი 2:4-6.
იობის გასაჭირის მიღმა ღმერთი კი არა, ეშმაკი იდგა. მას სურდა, დაემტკიცებინა, რომ ადამიანები ღმერთს ანგარებით ემსახურებიან.
ღმერთს კი არ გამოუწვევია იობის განსაცდელი, უბრალოდ დაუშვა, ასე მომხდარიყო.
და ეს იმიტომ, რომ სჯერა, თავისი ერთგული მსახურები საკადრის პასუხს გასცემენ სატანის ბრალდებას.
ეშმაკი არ გულისხმობდა მხოლოდ იობს, არამედ ყველა ადამიანს, ამიტომ დღემდე გასაჭირში ვართ.
მაგრამ, დარწმუნებული ვართ, რომ, როგორც ღმერთმა იობი ერთგულებისთვის დააჯილდოვა, თუ ერთგულები დავრჩებით, ჩვენც დაგვაჯილდოვებს.