Please enable JavaScript.
Coggle requires JavaScript to display documents.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ფუნქციები: - Coggle Diagram
-
ფუნქციები:
ანგარიშვალდებული პირის მიერ კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე
1.გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს
2.შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს,
3.ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას;
ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირებისგან მოითხოვს დამატებით ინფოს( დოკუმენტებს) კონფიდენციალურსაც, ნებისმიერი გარიგებისა და მასში მონაწილე პირების შესახებ.
-
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
1.სწავლობს საქართველოში და საზღვარგარეთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ხერხებს. 2.შეიმუშავებს საეჭვო გარიგების გამოვლენისას ანგარიშვალდებული პირისთვის სახელმძღვანელო, საყურადღებო ნიშნებს.
მონაწილეობს საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღკვეთის სფეროში სამართლებრივი აქტებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებასა და განხილვაში;
უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოდან მოითხოვოს და მიიღოს
კონფიდენციალური ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში სამსახურისთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასეთი ინფორმაციის შემცველი მონაცემთა ბაზები ტექნიკურად თუ შესაძლბელია.
1.ქმნის საინფორმაციო ქსელს, 2.ახორციელებს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციასა და ანალიზს,
3.უზრუნველყოფს შესაბამის მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნასა და ფუნქციონირებას.
1.აანალიზებს ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციებს და ანგარიშგებებს.
2.ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, თავისი ანალიზის შედეგებს უგზავნის
(1) საქართველოს გენერალურ პროკურატურას,
(2) საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურს,
(3) სსიპ – შემოსავლების სამსახურს,
(4) ა საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს;
უფლებამოსილია,
(1) საქართველოს გენერალური
პროკურორის,
(2) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
(3) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი მათი
მოადგილეების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე წარუდგინოს თავის
ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია რომელიც
აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების საფუძველზე გამოძიების მიზნების მისაღწევად;
შეისწავლის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებებს რომლებიც ხელს შეუწყობს კანონის მიზნის მიღწევას;
და ახორციელებს საქართველოს კანონით და ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს