ზმნისართი (//ზმნიზედა) ინგილოურში ნაკლებადაა შესწავლილი. წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომში შესწავლილ-გაანალიზებულია ზმნისართი ქართული ენის ინგილოურ დიალექტში. კერძოდ, ზმნისართის რაობა და ადგილი მეტყველების ნაწილთა შორის, თუ როგორია მისი წარმომავლობა და სტრუქტურა ინგილოურში; ცალ-ცალკეა განხილული ზმნისართის ფორმობრივი თავისებურებანი და შინაარსობრივი ჯგუფები და შედარებულია სალიტერატურო ქართულთან.