გენდერი და გენდერული თანასწორობის საკითხები ყოველთვის იყო და დღესაც არის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რადგან ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებასა და მის მომავალზე.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით , 2017 წელს, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კაცებისათვის 1197.4 ლარია, ხოლო ქალის, 770.2 ლარი. ანუ, კაცის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის დონე 427.2 ლარით, ანუ დაახლოებით 1.55–ჯერ აღემატება იმავე მაჩვენებს ქალების შემთხვევაში. ეს კი დღის წესრიგში აყენებს გენდერული საკითხების სიღრმისეულად განხილვას.