საინტერესოა ოტოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი. უნარიანი და სანდო ადამიანების ძიებაში, რომლებიც შეძლებდნენ მის დახმარებას სახელმწიფოს მართვაში, მან ყურადღება მიაქცია ეკლესიას. ის ადრე ძალიან შორს იდგა ეკლესიისაგან, ახლა კი მეტნაკლებად ეპისკოპოსებსა და არქიეპისკოპოსებს დაუკავშირდა. ჩვეულებრივ ეს ადამიანები არ გამოირჩეოდნენ დიდი განათლებით, თუმცა თავისი ეპარქიების მართვაში მათ გარკვეული ადმინისტრაციული გამოცდილება შეიძინეს. და, რადგანაც ეკლესია კვლავ იდგა სასულიეროების უქორწინლობაზე, აღარც იმის საფრთხე იქნებოდა, რომ მათ თანამდებობებზე მემკვიდრეობის პრეტენზიას განაცხადებდნენ მათი შვილები, რომლებიც არ იმსახურებდნენ ნდობას და, რაც ყოველთვის იყო პრობლემა იმპერატორებისათვის. მაგრამ იმისათვის, რომ ეპისკოპოსებს ეფექტიანად ემოქმედათ, ოტოს მათთვის რეალური ძალაუფლება უნდა მიეცა. როგორც ვიცით, შუა საუკუნეებში ძალაუფლება განისაზღვრებოდა მიწების რაოდენობით სამფლობელოებში. რადგან მის დროს ეკლესიას ძლიერ ავიწროებდა ყოვლისშემძლე საერო ფეოდალები, რომლებიც ხშირად ეუფლებოდნენ საეკლესიო მიწებს, ოტო გამოვიდა სამღვდელოების მხარეზე და მათ მიმართ დიდ მოწყალებას იღებდა. მან ეპისკოპოსებს ვრცელი მიწები გადასცა. მათ მისცა უფლება, ჰქონოდათ საეპისკოპოსო ბაზარი, აეღოთ ბაჟები და ფულიც კი მოეჭრათ. ეპისკოპოსები თანდათან საერო ხელისუფლად იქცნენ და მათში რელიგიამ და რელიგიურმა ინტერესებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა; ომის შემთხვევაში ეპისკოპოსები ვალდებულნი იყვნენ გარკვეული რაოდენობის ჯარი გამოეყვანათ. ასეთი გზით ამდიდრებდა რა ეპისკოპოსებს, ოტოს სურდა, ისინი მასზე დამოკიდებულნი ყოფილიყვნენ და აუცილებელ შემთხვევაში მისთვის მხარი დაეჭირათ.მთლიანობაში ოტო I-მა მოახერხა ეპისკოპოსების წარმატებული დანიშვნა სახელმწიფო თანამდებობებზე. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა აგრეთვე ეპისკოპოსების დანიშვნაში, რომელსაც თან ახლდა მიწების გამოყოფა მათთვის. ამ მოვლენამ მიიღო საეკლესიო ინვესტიტურის სახელწოდება: ახალი ეპისკოპოსები სარგებლობაში იღებდნენ მიწებს, ხდებოდა თითქოსდა მათი “ინვესტირება”. მიწასთან ერთად ახლად დანიშნული პირები იღებდნენ ეპისკოპოსის ღირსების ყველა ნიშანს: საეპისკოპოსო კვერთხს, შალის მოსასხამს, რომელიც კისრის ირგვლივ იკვრებოდა, ბეჭედს და, არცთუ იშვიათად, სკიპტრასაც, რომელიც სიმბოლო უნდა ყოფილიყო მისი ძალაუფლებისა სამეფო მიწებზე. ამისათვის მეფე თვითონ ნიშნავდა ეპისკოპოსებს და მათ აძლევდა მიწებს. ამის გამო ეპისკოპოსები მხარს უჭერდნენ მეფეს ძლიერი ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ყოველივე ეს პაპებს არ მოსწონდათ, რადგან ამაში საკუთარი უფლების დარღვევას ხედავდნენ. ამ გარემოებამ გამოიწვია IX საუკუნეში ბრძოლა იმპერატორსა და პაპობას შორის ინვესტიტურისათვის. ამას იმ დროს ეწოდებოდა მეფის ანდა იმპერატორის უფლებას დაენიშნა სასულიერო პირი და დანიშვნის დროს გადაეცა მოცემული პირისათვის მიწა სარგებლობაში (ლენი). ამრიგად, სასულიერი პირი, რომელსაც მიწა გადასცეს უნებურად ხდებოდა იმ პირად, რომელიც დაინტერესებულია საერო საქმეებით.
- 2 more items...